“ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ საქართველოში მოღვაწე მედიასა და ჟურნალისტებს” – კელი დეგნანი

აშშ-ს საელჩო საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ავრცელებს.

კელი დეგნანი მედიის წარმომადგენლებს პრესის თავისუფლების დღეს ულოცავს.

“პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს მე და ჩემი კოლეგები საელჩოდან მივესალმებით მედიის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც დასაბუთებული და დაბალანსებული ჟურნალისტიკისთვის თავდადებულნი არიან. როგორც ყოფილი ჟურნალისტი, ძალიან ვამაყობ პრესის თავისუფლების ხელშეწყობის მიმართ შეერთებული შტატების ერთგულებით.

ეს ერთგულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, როდესაც სწორი ინფორმაციის გავრცელებას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. თავისუფალი და პასუხისმგებლიანი მედია საუკეთესო საშუალებაა დეზინფორმაციასა და ფაქტების დაფარვასთან საბრძოლველად.

ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ საქართველოში მოღვაწე მედიასა და ჟურნალისტებს, რომლებიც გულმოდგინედ მუშაობენ საზოგადოებისთვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებისთვის, რათა დაიცვან მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება,” – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები