“ჩემს დიპლომს არ აქვს არანაირი სამართლებრივი პრობლემა და არც ჰქონია” – შალვა თადუმაძე

“მე არ მოვითხოვ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რადგან ჩემს დიპლომს არ აქვს არანაირი სამართლებრივი პრობლემა და არც ჰქონია”, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა.

თადუმაძის თქმით, პარლამენტმა და იუსტიციის საბჭომ უკვე შეისწავლა დიპლომი და თუ ამ საკითხზე ვინმეს კითხვები აქვს, შეუძლია მისი პასუხები გადაახვიოს და თავიდან ნახოს.

„თუ ვინმემ ვერ გაიგო ეს პასუხები, შეუძლია გადაახვიოს და თავიდან ნახოს. საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ ყოფილა არასდროს ჩემს დიპლომთან დაკავშირებით, იმ ადამიანებს, რომლებიც წელიწადნახევარი ამ კითხვებს სვამენ, პასუხებს არ ისმენენ და ისევ სვამენ ამ კითხვებს, შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ“, – განაცხადა თადუმაძემ.

მსგავსი თემები