ჩემს არცერთ გადაწყვეტილებაზე, ბოდიში მოსახდელი არ მაქვს – მოსამართლეობის კანდიდატი

“თუ 2003-2012 წლებში, ყველაფერი კარგად იყო და სწორ გადაწყვეტილებებს იღებდით, მაშინ 2012 წელს რა მოხდა, ხალხი რატომ იყო აღშფოთებული?” – აღნიშნული კითხვით მიმართა მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა.

პაატა სილაგაძის განცხადებით, არცერთი მისი გადაწყვეტილება არასამართლიანი არ იყო და ბოდიში მოსახდელი არ აქვს. 

„ბოდიშის მოხდა ზოგადად სირცხვილი არ არის, არასდროს, არ აკნინებს არავის თუ მოსახდელი მაქვს ბოდიში ყოველთვის მოვიხდი, მაგრამ ვფიქრობ, ამ ეტაპზე და იმ გადაწყვეტილებებზე რაზეც მე ხელი მოვაწერე, არც ერთ შემთხვევაში, ბოდიში მოსახდელი არ მაქვს“, – განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა.

მსგავსი თემები