“ჩემი წინაპარიც შეეწირა ამ ომს, მის სახელს ვატარებ” – დიმიტრი ხუნდაძე

9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავი მთელ საქართველოში აღინიშნება. ეს დღე, ომის ვეტერანებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ისტორიულ ქალაქ მცხეთაში აღნიშნა მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, ის, სწორედ მისი წინაპრის სახელს ატარებს, რომელიც ომს შეეწირა.

„ეს არის დღე, როდესაც, პატივს მივაგებთ, 700 000 ქართველიდან თითქმის ნახევარზე მეტ, ომში დაღუპულთა სულებსა და ასევე მშვიდობით დაბრუნებულ ვეტერანებს! ჩემი წინაპარიც შეეწირა ამ ომს, მის სახელს ვატარებ, ასაკით ჩემზე ახალგაზრდა წავიდა და უკან ვეღარ დაბრუნდა! საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომისთვის! გილოცავთ, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, დიდი მადლობა ჩვენს ვეტერანებს მცხეთიდან – ქალბატონ ეთერ ქოქოსაძე-ბრაჭულისას და მამა რევაზ წულაძეს, თითოეულ ომის მონაწილეს ჩვენი რეგიონიდან და მთელი საქართველოდან! – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომის 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ომმა უდიდესი ზარალი მიაყენა საქართველოს. ჩვენი ქვეყნიდან ამ ომს 300 000 ადამიანი შეეწინა.

მსგავსი თემები