“ჩემი პრინციპი უნდა დავარღვიო – პირბადე უნდა გავიკეთო” – თენგიზ ცერცვაძე

“ჩემი პრინციპი უნდა დავარღვიო – პირბადე უნდა გავიკეთო”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ჩემი პრინციპი იყო, რახან ექიმი ვარ, ავადმყოფობის არ უნდა მეშინოდეს და პირბადეს არ ვატარებ. არავის არ ვურჩევ ამ პრინციპის გაზიარებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. მაგრამ მომიწევს პირბადის გაკეთება და იცით რატომ, დღეს სასწორზე მარტო ჩემი ჯანმრთელობა არ დევს. ადამიანს უფლება აქვს განკარგოს თავისი ჯანმრთელობა, მაგრამ მას არ შეუძლია განკარგოს სხვისი ჯანმრთელობა. მე გაცნობიერებული მაქვს, რომ გარშემომყოფებს და ოჯახის წევრებს საფრთხე არ უნდა შევუქმნა“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები