„ჩემი მხარდაჭერა მოსამართლეობის ერთადერთ კანდიდატს ექნება – შალვა თადუმაძეს“

11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ამტკიცებს. საკანონმდებლო ორგანომ უზენაესი სასამართლოს 20 მოსამართლე უნდა დაამტკიცოს. დეპუტატთა ნაწილი კოლეგებს მოუწოდებს, პროცესს ბოიკოტი გამოუცხადონ, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესს არ დაესწრონ და მმართველი გუნდი „კორუმპირებული“ მოსამართლეების პირისპირ დატოვონ.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

დეპუტატი ბოიკოტის აზრს ვერ ხედავს და გამორჩეული კანდიდატიც ჰყავს, ვისაც მხარს დაუჭერს:

„ჯერჯერობით გადაწყვეტილი მაქვს, ერთ ადამიანს დავუჭირო მხარი. ეს არის შალვა თადუმაძე. დანარჩენი ჯერ გადაწყვეტილი არა მაქვს. შეიძლება, კიდევ ერთს ან ორ კანდიდატს დავუჭირო მხარი, რაც შეეხება ბოიკოტს, მე ბოიკოტის აზრს ვერ ვხედავ.“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა.

მსგავსი თემები