“ჩემი ვარაუდით, უფრო მალე იქნება ე.წ ეტიოტროპული პრეპარატები, ანუ ისეთი პრეპარატები, რომლებიც უშუალოდ ამ ვირუსზე და ამ შტამზე მოქმედებენ” – ამირან გამყრელიძე

“ამ დროისთვის რამდენიმე ვაქცინაა შექმნილი. შექმნა არ არის რთული, ამის გამოცდას დიდი დრო მიაქვს, რომ უსაფრთხო იყოს ადამიანისთვის. ჯერ მთელი ეტაპებია ცხოველებზე გამოცდისთვის და შემდეგ უკვე ადამიანებზე ცდიან. არის სამი ფაზა, მანამდე ვაქცინა მწვანე შუქს ვერ ნახავს. ამიტომ, ჩვენი გათვლებით, წელიწად-ნახევარი დასჭირდება. 1,2,3 თვეში, ამის მოლოდინი ნუ გვექნება” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა.

გამყრელიძე ვარაუდობს, რომ მოკლდე დროში შეიქმნება ის პრეპარატი, რომელიც უშუალოდ კორონავიეუსზე იმოქმედებს.

„ჩემი ვარაუდით, უფრო მალე იქნება ე.წ ეტიოტროპული პრეპარატები, ანუ ისეთი პრეპარატები, რომლებიც უშუალოდ ამ ვირუსზე და ამ შტამზე მოქმედებენ. მსოფლიოში რამდენიმე წამყვან ლაბორატორიაში და ინსტიტუციებში ამაზე ბევრი მუშაობა მიდის.

ჩინეთში 80 000 ადამიანთან გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის ინოვაციური ანტივირუსული პრეპარატები, სახელებს არ დავასახელებ, ებოლას საწინააღმდეგოდ „გილიადმა“ 2014-15 წლებში შექმნა და ეს პრეპარატი ჩინელებმა გამოსცადეს ძალიან კარგი შედეგებით და იყენებენ, ასევე ორი ანტირეტრო ვირუსულიუ პრეპარატი, რომელიც გამოიყენება შიდსის მკურნალობისთვის, ისიც დადებითი შედეგებით გამოიყენეს, ასევე რამდენიმე პრეპარატი, ყუროხინი. დანარჩენი, ამ დაავადების მკურნალობის სიმპტომურია,“- ამბობს გამყრელიძე.

ბოლმო ნაცემებით,საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 24 ადამიანია. კარანტინის რეჟიმში 295 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 49.

მსგავსი თემები