“ჩემი დიპლომი ნამდვილია” – შალვა თადუმაძე

გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის განცხადებით, მისი დიპლომი ნამდვილია და ამას განათლების ხარისხის ცენტრის არქივიდან ამოღებული დოკუმენტაცია ადასტურებს.

მისივე თქმით, პოლიტიკურ „ბოდვებზე“ დამატებითი კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს.

„ჩემმა წარმომადგენელმა სხვებთან ერთად მიმართა განათლების ხარისხის ცენტრს და არქივიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც აფიქსირებს, რომ აღნიშნულ სასწავლებელში ვსწავლობდი, ჩემი დიპლომი არის ნამდვილი და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ოპოზიციას აქვს თავისი დღის წესრიგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პოლიტიკურ ბოდვაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ“,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მსგავსი თემები