“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან, ჩასაფრებას ადგილი არ ჰქონია” – ტატო ღარიბაშვილის ადვოკატი

“ჩასაფრებასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ ჩასაფრებას, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან, ადგილი არ ჰქონია,” – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას დაჭრისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ტატო ღარიბაშვილის ადვოკატმა, რომან ნადირაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს არ იყო წინასწარი განზრახვით ჩადენილი დანაშაული და ინციდენტიც სპონტანურად მოხდა:

“იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ცოტნეს ჩაუსაფრდნენ და დახვდნენ, მოწმეთა ჩვენებებიც ცოტა სხვაგვარად მეტყველებს. გამოძიების კომპენტენციაში არ ჩავერევი, მაგრამ ჩასაფრებასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ ჩასაფრებას, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან, ადგილი არ ჰქონია. 15-20 წუთიც, რაზეც საუბრობენ, არის ზოგადი ვერსია. შესაბამისად, ვერ დაგიდასტურებთ, რომ ამდენ ხანს იდგნენ და ცოტნეს გამოსვლას ელოდნენ.

ეს არ იყო წინასწარი განზრახვა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმყოფებოდა, თავის ახლობლებთან ერთად, სასაფლაოზე, სადაც გარდაცვლილს მიაგებდნენ პატივს. იქიდან, ადგილზე მყოფების თხოვნით, ჩამოვიდა და შეუერთდნენ სუფრას, სადაც შემდგომ ინცინდენტი მოხდა,” – განმარტავს ადვოკატი.

https://mcm.ge/ცოტნე-გამსახურდიას-დაჭრ-2/

მსგავსი თემები