“ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ხვალვე დავნიშნავდი არჩევნებს” – რომან კაკულია

“ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ხვალვე დავნიშნავდი არჩევნებს”, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

კაკულიამ მოსახლეობას არჩევნებში მისვლისკენ მოუწოდა.

“ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ იმაზე საუბარი, თუ რა არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი. მე ჩემი შვილების სახელით პირობა შემიძლია დავდო, რომ აქ რა ჰიმნიც ისმოდა და რა შინაარსიც მაგაში იდო, ამას პერსპექტივა ამ ქვეყანაში არ აქვს. ცოტა დროა დარჩენილი არჩევნებამდე. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ხვალვე დავნიშნავდი არჩევნებს, რადგან ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს მოსახლეობამ გააკეთოს არჩევანი და გაარკვიოს, ვინ საით მიდის. ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ, რა არის რეალური თავისუფლება. სანამ ამას არ მივხვდებით, ჩვენი მიზანი ობიექტური არ იქნება. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, მოდით არჩევნებზე, რადგან თქვენ ხედავთ, რა ტიპის არჩევანია გასაკეთებელი”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

მსგავსი თემები