„ჩემი ბრძოლა ახლა დაიწყო“ – სოფო ხორგუანი

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბრძოლას „ქართული ოცნება“ და „გაერთიანებული ოპოზიცია“ აგრძელებს. ოპოზიციას შალვა შავგულიძე წარმოადგენს, „ქართულ ოცნებას“ კი ლადო კახაძე. მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი სოფო ხორგუანი საარჩევნო პროცესებს გამოეთიშა, თუმცა, როგორგც თავად აცხადებს, ბრძოლას ახლა იწყებს.      

„მეგობრებო, მზიანი და მშვიდი ორშაბათი ჩვენ! მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, გამხნევებისთვის, თანადგომისთვის, დახმარებისთვის, რჩევისთვის, დარიგებისთვის, შრომისთვის, ემოციებისთვის, მოლოდინებისა და შედეგებისთვის! და ეს ყველაფერი ასე უხვად და უანგაროდ რომ დამაბარტყეთ, ერთი ასად უნდა დაგიბრუნოთ ეს ყველაფერი, გავაბევროთ და გავავრცელოთ, მივიტანოთ ბევრთან და დავარწმუნოთ, ჩვენ კარგი ქვეყანა ვართ, კარგი ხალხი ვართ, ეს ჩვენი სამშობლოა და ჩვენ, თავისუფალი მოქალაქეები, ვართ ჩვენი საქართველოს ბატონ-პატრონი! ჩემი ბრძოლა ახლა დაიწყო ამ ფორმით და გავაგრძელებ, სიმართლით, გადაწყვეტილებებით და მათზე პასუხისმგებლობის აღებით. შევხვდებით მთაწმინდაზე!“ – წერს სოფო ხორგუანი საკუთარ გვერდზე.

მსგავსი თემები