“ჩემი ავადმყოფის სანახავად გადავედი” – ვაჟა გაფრინდაშვილი

ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ქართველმა ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბრიფინგ გამართა.

ვაჟა გაფრინდაშვილმა ბრიფინგის დასაწყიში ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

“დიდი მადლობა ყველას, ცოტას ვნერვიულობ, არ ვარ მიჩვეული სახალხო გამოსვლებს, ჩემი დიქციიდან გამომდინარე ყოველთვის ვერიდებოდი. ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, რომ ექიმობა ავირჩიე, სადაც უფრო სხვებს უსმენ და უფრო ნაკლებს შენ ლაპარაკობ. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. სამწუხაროდ იქ ნაკლებად მქონდა ინფორმაცია, სულ ორჯერ შევძელი ტელევიზიის ნახვა. ერთხელ იყო ცხინვალის ტელევიზიაში გადაცემა და მცირე ინფორმაციას ვიღებდი ადგილობრივი გაზეთებიდან. ვიცოდი, რომ იქნებოდა მხარდაჭერა, მაგრამ ამხელა მხარდაჭერას ნამდვილად არ ველოდი, – თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად გადავიდა.

„გასახსენებელი ბევრი არაფერი არ არის.  მთავარი მიზეზი იყო ჩემი პაციენტის ნახვა. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი გვარს, ვინ იყო და სად ცხოვრობდა, რადგან პრობლემები შეექმნება“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები