ჩემთვის, მიუღებელია იმ მძიმე დანაშაულისთვის მისჯილი ადამიანების შეწყალება, რომლებიც ჩვენ გავიგეთ” – თბილისის მერი

“ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის და ქალაქის მერისთვის, მიუღებელია იმ მძიმე დანაშაულისთვის მისჯილი ადამიანების შეწყალება, რომლებიც ჩვენ გავიგეთ”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერი, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრი, მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა.

„ის, რომ წესი უნდა შეიცვალოს და გადაიხედოს, ამაზე პრეზიდენტმა ისაუბრა თვითონ. გამოძიებაც დაწყებულია და დაველოდოთ. თუ კორუფციის ნიშნები გამოიკვეთება, ამაზე დაწყებულია გამოძიება და ვნახავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები