“ჩაპას მღვიმე” ვანდალებმა გაანადგურეს

ქუთაისში, ჭახათას უბანში, კლდიაშვილის ქუჩაზე აღმოჩენილი ე.წ. ჩაპას მღვიმე ვანდალებმა დააზიანეს.

როგორც ადგილობრივი მცხოვრები, ვახტან სიხარულიძე, სოციალურ ქსელში წერს, დალეწილია სტაქტიტები, განადგურებულია ნაღვენთი ელემენტები.

“სულ დალეწილი დაგვხვდა სტალაქტიდები… სირცხვილია… ძალიან სამწუხაროა, თუ ასე გაგრძელდა, აღარაფერი დარჩება სანახავი ბნელი ხვრელის გარდა. დამტვრეული და განადგურებულია ნაღვენთი ელემენტები. რთულია პასიურად ვანდალიზმს გაუმკლავდე”, – წერს ვახტანგ სიხარულიძე.

“ჩაპას მღვიმე”, შესაძლოა, ქვედა ცარცული პერიოდის, 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს. წლების წინ, ამ ადგილას ქვის კარიერი იყო.

სტალაქტიტები არის მინერალური წვეთებისგან შექმნილი კონუსის ფორმის წამონაზარდი, რომელიც სწორედ გამოქვაბულში იზრდება. ასევე, ის
ჩამოჟონილი კირიანი წყლის წვეთებისაგან იქმნება. როგორც გეოგრაფები აცხადებენ, სავარაუდოდ, ის ფინანსური სარგებლისთვის გამოიყენეს და ტურისტებზე გაყიდეს.

მსგავსი თემები