“ჩაგვბარდა, ჩვენთან არის. ღონისძიების შედეგად არავინ დაშავებულა” – ვაჟა სირაძე ვარკეთლში დაკავებულ მამაკაცზე

მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა, პოლიციას ჩაბარდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, მოლაპარაკების შედეგად პიროვნებამ დატოვა საცხოვრებელი სახლი.

„ჩაგვბარდა, ჩვენთან არის. ღონისძიების შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად უტარდება სასწრაფო სამედიცინო დახმარება. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, ეს პიროვნება იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში. მასთან ვაწარმოებდით რამდენიმე საათიან მოლაპარაკებას, რის შემდეგაც, მან მიიღო გადაწყვეტილება და გამოვიყვანეთ უსაფრთხოდ საცხოვრებელი სახლიდან. დეტალები ზუსტდება და მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

მსგავსი თემები