“ჩვენი გეგმაა, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი” – ირაკლი კობახიძე

„გუშინ და დღეს დილიდან  ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ასევე უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებთან და ჩვენი გეგმა არის ის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი”,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დაწყების წინ გააკეთა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, შესაბამისი განცხადება გაკეთდება ლატვიის დელეგაციის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთდება, რასაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დაუჭერს მხარს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს პროცედურა საკითხის გადასახედად. 

„ჩვენ ამ ფორმატს და ამ ტრიბუნას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გავატაროთ, შესაბამისი გზავნილები მივაწოდოთ ჩვენს კოლეგებს და მეგობრებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეხება უპირველეს ყოვლისა ჩვენს მთავარ ეროვნულ ინტერესებს, რაც დაკავშირებულია ჩვენი რეგიონების ოკუპაციასთან, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან. ჩვენ გვექნება ასევე საუბარი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჩვენს კოლეგებთან და მეგობრებთან. ეს პლატფორმა იქნება ძალიან აქტიურად გამოყენებული ამ ყველაფრისთვის”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები