შშმ პირები კუთვნილ პენსიასთან ერთად 100-ლარიან დანამატს 6 თვე მიიღებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას ინფორმაციით, შშმ პირები და ბავშვები ავტომატურად, კუთვნილ პენსიასთან ერთად 100-ლარიან დანამატს 6 თვე მიიღებენ. ჯამში დანამატი 600 ლარს შეადგენს.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ სტატუსით დახმარებას 40 ათასი ადამიანი მიიღებს.

ბარკალაიამ განმარტა, რომ ამ ადამიანებს დამატებითი საბუთების წარდგენა არ დასჭირდებათ.

მსგავსი თემები