შურისძიების მიზნით თანამშრომელმა მარწყვებში ნემსები ჩაალაგა

ავსტრალიის მოსახლეობა, ვინც მარწყვი მიირთვა. სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. მაღაზიებში შეძენილ მარწყვის ნაყოფში მათ საკერავი ნემსები აღმოაჩინეს. დამნაშავე დაკავებულია.

სამართალდამცველებმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მოსახლეობა მათ აქტიურად მიმართავდა და მარწყვში ნემსების აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. გამოძიების შედეგან კი რეალობა დადასტურდა.

ავსტრალიის პოლიციამ გამოძიების შედეგად ეჭვმიტანილი , 50 წლის ქალი უკვე დააკავა, რომელმაც ბრალი აღიარა. დანაშაულის მოტივად კი შურისძიებას ასახელებს და ამბობს, რომ ის მარწყვის ფერმის თანამშრომელია, კომპანიაში ცუდად ექცეოდნენ და შურისძიება ამ გზით სცადა. დაკაებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მარწყვი სარეალიზაციოდ საზღვრებს გარეთაც გაიტანეს გასყიდად, თუმცა, მისი ქსელიდან სრულად ამოღება მოხეხდა.

მსგავსი თემები