ჩვენი მთავარი მოთხოვნაა მოძალადეები აღარ იყვნენ სისტემაში – ადვოკატი კობა კობალაძის ცემის ფაქტზე

​პოლიციის თანამშრომლების მიერ ნაცემი კოკა კობალაძის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე დადებითად აფასებს მომხდართან დაკავშირებით შს მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, პოლიციის 4 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაც მისი შეფასებით ნიშნავს იმას, რომ გიორგი გახარია ორიენტირებულია დამნაშავეების დასჯაზე.

​როგორც მედიაცენტრმთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსადრე კობაიძემ დღეს განაცხადა, დაზარალებული მხარე მოითხოვდა დაუყოვნებლივ პასუხისგებაში მიეცათ დამნაშავეები, ​შს მინისტრმა კი 4 ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებით ფაქტობრივად აღიარა, რომ დანაშაული პოლიციის თანამშრომლებმა ჩაიდინეს.

მისივე თქმით, ​პირველ ეტაპზე შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ცემის ფაქტში პოლიციელები არ მონაწილეობდნენ, თუმცა შემდეგ შს მინისტრმა გადადგა ღირსეული ნაბიჯი, ფაქტობრივად აღიარა, რომ შესაძლებელია პოლიციელები მართლაც შეიძლება ყოფილიყვნენ კოკასთან და მოეხდინათ მის მიმართ ფიზიკური ზემოქმედება.

“ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ მოძალადეები აღარ იყვნენ სისტემაში.  შს მინისტრმა გიორგი გახარიამ სამსახურიდან გაათავისუფლა არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ კოკას ცემაში, არამედ ისინიც, ვინც მათ მფარველობდნენ. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ აღარ ხდება სისტემაში მომუშავე ადამიანებზე ხელის დაფარება, სისტემა ორიენტირებულია იმაზე, რომ დაისაჯონ დამნაშავეები და ის ადამიანები, რომლებიც ძალადობენ მოქალაქეებზე. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შსს ემსახურება ხალხს და ვიმედოვნებ, რომ ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე ადამიანი არც კი გაიფიქრებს და ვეღარც კი გაბედავს რომ მსგავსი უტიფრობა ჩაიდინონ”, – აცხადებს ადვოკატი.

​მისივე თქმით, მათი მოთხოვნა აბსოლუტურად არის დაკმაყოფილებული. დაზარალებული იმ 2 ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვდა, რომლებმაც უშუალოდ სცემეს კოკას.

აღსანიშნავია, რომ 16-17 აპრილს, ევროპოლთან  თანამშრომლობის შედეგად,  საფრანგეთსა და საბერძნეთში  დააკავეს ოთხი ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“, რომელთა შორის არის 1974 წელს დაბადებული ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად „სიუ“, რომელიც კოკა კობალაძის მამაა.

მსგავსი თემები