შს მინისტრის მოადგილედ იოსებ ჭელიძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ იოსებ ჭელიძე დაინიშნა.

2015 წლიდან იოსებ ჭელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსი იყო.

2005-2015 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე, 1995-2005 წლებში კი საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურში.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრს ამ დროისთვის ხუთი მოადგილე ჰყავს – კახაბერ საბანაძე, ნინო ჯავახაძე, ლევან კაკავა, ვლადიმერ ბორცვაძე და იოსებ ჭელიძე.

მსგავსი თემები