შსს ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” დანაშულის ნიშნებს ვერ ხედავს და გამოძიებას არ იწყებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართულ-შვედურ ფილმთან “და ჩვენ ვიცეკვეთ” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ფილმში დანაშაულის ნიშნები არაა, შესაბამისად დიმიტრი ლორთქიფანიძის მოთხოვნა, რომ ფილმის ჩვენება შეიზღუდოს უსაფუძვლოა და გამოძიების დაწყებას არ საჭიროებს.

“მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის შინაარსის შესწავლამდე, მისი ჩვენების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია”, – აცხადებენ შსს-ში.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების აკრძალვის მოთხოვნით შსს გასულ კვირაში მიმართა. 

ლორთქიფანიძის განცხადების თანახმად, ფილმი „პორნოგრაფიულ კონტენტს“ შეიცავს. ლორთქიფანიძის თქმით, ფილმის ასაკობრივ ცენზად მითითებულია „R“, რაც ნიშნავს, რომ ამ ფილმზე 17 წლამდე არასრულწლოვანი დაიშვება მშობლის ან მოზრდილი ადამიანის თანდასწრებით.

მსგავსი თემები