შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს შეწყვიტონ კანონდარღვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღბს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.” – ნათქვამია შსს განცხადებაში

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირებისას, ორივე მხარეს არიან დაშავებულები.


მსგავსი თემები