შსს-მ 5,5 მილიონი ლარის ნარკოტიკები გაანადგურა

4 კილო და 126 გრამი ჰეროინი, 2 კილო და 446 გრამი კოკაინი, 2033 აბი „სუბუტექსი“, „პრეგაბალინის“ შემცველი 13 929 კაფსულა, „კოდეინის“ შემცველი 2080 აბი, 1047 აბი „მდმა“, 1154 გრამი „მორფინი“, 74 გრამი „მეტადონი“, ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები – ეს იმ ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალია, რომელიც შსს-მ გაანადგურა.

უწყების ინფორმაციით,  200 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურდა.

შსს-ს განცხადებით,  სისხლის სამართლის 700 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 5,5 მილიონი ლარია.

განადგურებული ნარკოტიკები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან იყო ამოღებული.

მსგავსი თემები