შსს-მ ბაკურიანში მომხდარი ქურდობის ფაქტებზე, 4 არასრულწლოვანი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბაკურიანში მომხდარი ქურდობის რამდენიმე ფაქტი გახსნეს.

9 დანაშაულში მხილებულია 4 არასრულწლოვანი: 2002 წელს დაბადებული ა.მ., 2005 წელს დაბადებული გ.თ., 2006 წელს დაბადებული ლ. კ. და 2004 წელს დაბადებული ნ.მ.

“სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 18-20 თებერვალს, დაბა ბაკურიანში მაღაზიები, სილამაზის სალონი, სანოტარო ბიურო და ერთ-ერთ სასტუმროში განთავსებული სათამაშო აპარატები გაქურდეს. მათ ასევე სცადეს მეორე სანოტარო ბიუროს გაქურდვაც.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნები დანაშაულის ჩადენაში ამხილა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ნაქურდალი ნივთები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა.

ოთხივე არასრულწლოვანი ქურდობის 9-ვე ფაქტს აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები