შსს-მ ავჭალაში სპეცოპერაცია ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავჭალაში, კონიაკის დასახლების ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატარა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, მათ ადგილიდან ევაკუატორების მეშვეობით მანქანები გადაიყვანეს. თვითმხილველებს არ აქვთ ინფორმაცია, რას შეიძლება უკავშირდებოდეს სპეცოპერაცია.

შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პირები სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს. ადგილზე ჩხრეკა, სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა.

ამ ეტაპზე, სპეცოპერაციის სხვა დეტალები არ არის ცნობილი.

მსგავსი თემები