შსს იულია სუსლიაკის საქართველოში არშემოშვების მიზეზს განმარტავს

იულია სუსლიაკის ქვეყანაში არშემოშვებასთან დაკავშირებით განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იულია სუსლიაკს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლის უფლება მესაზღვრეებმა არ მისცეს. 

შსს განმარტავს არშემოშვების მიზეზს და ამბობს, რომ სუსლიაკი მგზავრობის ზუსტ მიზანს საზღვარზე ვერ ასახელებს და ასევე არ აქვს საკმარისი ფინანსები და სამოგზაურო დაზღვევა. მათი ინფორმაციით, სუსლიაკი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან აზერბაიჯანში გაუშვეს.

„უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად. კერძოდ, აღნიშნული კანონის  მე-11 მუხლის  1 პუნქტის „დ“ და „თ“ საფუძველზე, რაც არასაკმარისი ფინანსური სახსრების, სამოგზაურო დაზღვევის არქონას გულისხმობს, ასევე პირი არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ. უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველი სამართალდამცველების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქი „ვახტანგისი”-ს გავლით გაბრუნებულ იქნა აზერბაიჯანის მიმართულებით,“ – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები