შოთა ხაბარელი სოფელ ნასაგურის მოსახლეობას შეხვდა

თბილისის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი სოფელ ნასაგურში, მოსახლეობის თხოვნით, ნაძვების ქუჩაზე, X კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდნენ. 

განიხილეს შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები; მოისმინეს მოსახლეობის თხოვნა კორპუსის პრობლემებთან დაკავშირებით.
გამგეობის ხელმძღვანელობამ გამოთქვა მზაობა, რომ ყოველმხრივ გაუწიოს თანადგომა კორპუსის მცხოვრებლებს. დეპუტატმა და გამგებელმა, ასევე, დაათვალიერეს ნასაგურში მოასფალტებული თითქმის ყველა ქუჩა, ჩიხი, რაც ერთ-ერთი ძირითადი წინა საარჩევნო დაპირება იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

მსგავსი თემები