“შოთაძის კანდიდატურას მხარს არ დავუჭერ, ჩემთვის მიუღებელია ასეთი პოლიტიკური სიურპრიზი” – ზვიად ძიძიგური

პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური გენერალური პროკურორის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მხარს არ დაუჭერს. როგორც ძიძიგურმა “მედიაცეტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შოთაძისთვის სასაყვედურო არაფერი აქვს და ის საქმის პროფესიონალია, თუმცა, მიუღებელია ერთხელ უკვე თანამდებობიდან გადამდგარი ადამიანის ხელმეორედ დაბრუნება.

“მე არ დავუჭერ მხარს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას. არა იმიტომ, რომ მასთან რამე პიროვნული პრობლემა მაქვს. მიმაჩნია, რომ ძალიან კვალიფიციური იურისტია. ძალიან შრომისმოყვარეა და პროკურატურაშიც ძალიან დიდ დროს ატარებდა და მე მასთან საყვედურის თქმა მასთან დაკავშირებით არ შემიძლია. ჩემთვის მიუღებელია ასეთი პოლიტიკური სიურპრიზი. ადამიანი წელიწადნახევრის წინ გადადგა, რაღაც სკანდალური საქმის გამო, ამის შემდეგ კი ისევ ბრუნდება სისტემაში. გადადგომა არის გადადგომა და დარჩენა არის დარჩენა. სიახლეებია ქართულ პოლიტიკაში, მე ძალიან კონსერვატორი ვარ და ამიტომაც გაუგონარია ასეთი ტიპის შემოთავაზება”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა “მედიაცენტრ მთავარში”.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის მსურველებთან გასაუბრებას ატარებს. შერჩეული 3 კანდიდატი კი პარლამენტში გაიგზავნება, რომლისგანაც პარლამენტი ერთ-ერთს დაამტკიცებს.

მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები