“შმაქსის” მძღოლები ჯარიმის გაუქმებას ითხოვენ

“შმაქსის” მძღოლები, შინაგან საქმეთა საინისტროს შენობასთან, ვარკეთილში აქციას მართავენ. ისინი 200-ლარიანი ჯარიმების გაუქმებას მოითხოვენ.

როგორც მძოლები აცხადებენ, მათ არ იცოდნენ, თუ “შმაქსის” მძღოლობა ჯარიმდებოდა და 80-მდე მძღოლს ჯარიმა გაუფრთხილებლად დაეკისრა.

მათივე თქმით, მათ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს 200- ლარიანი ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა უარი მიიღეს.

აქციას “გირჩიც” უერთდება. „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე ითხოვს, რომ „შმაქსს“ იანვრის ბოლომდე მიეცეს ვადა ტრაფარეტების შესაცვლელად, რომელთა გამოც მძღოლები დაჯარიმდნენ. მისივე განმარტებით, თბილისის საკრებულომ ტაქსით გადაყვანის ნებართვის შესახებ მუხლი ჩუმად დააკორექტირა, რომლის მიხედვითაც, ახლა  ტაქსის ნიშანთან მიმსგავსებული ტრაფარეტის გამოყენებაც აიკრძალება. ათეულობით ტაქსისტი სწორედ ამ დადგენილების ჩასწორების საფუძველზე დააჯარიმეს.

მსგავსი თემები