“შიშველი მოველ და შიშველადვე მეგულების განსვლად” – თამარის მეფედ კურთხევისას წარმოთქმული სიტყვა

სამეცნიერო პორტალი “დოქტრინა.ჯი” თამარ მეფის მიერ, ტახტზე ასვლისას წარმოთქმული სიტყვის ტექსტს აქვეყნებს, სადაც იგი დიდებულებსა და ერისთავებს სთხოვს, ხელი შეუწყონ ქვეყანაში განათლების განვითარებაში, რომ მისცენ გზა სწავლას, შრომას და ნიჭს. 

“შიშველი მოველ და შიშველადვე მეგულების განსვლად ამიერ სოფლით. ყოველივე ქვეყნიური აქვე დარჩება. არ არის აქ ჩემი საკუთრო და სამეფო ჩემი – კუთვნილებაა თქვენივე. მე ამამაღლა განგებამ მისთვის, რომ თქვენდა საკეთილდღეოდ აღვამაღლო სამეფო და განა შევძლებ მე ამას, უძლური დედაკაცი, თუ არა თქვენის დახმარებითა და თანამშრომლობით? პირველად თქვენ მოგმართავთ მამაჩემის გაწვრთნილნო, მხედართმთავარნო მეომარნო – მომეცით შეძლება, რომ პირველ ყოვლისა გავიმაგრო სამეფო საზღვრები გარეშე მტრების მოსაგერიებლად. მერმე მივჰყოფთ ხელს შინაგან განწესრიგებას და თქვენ უნდა მიწინამძღვროთ წმინდა მამებო, რადგანაც თქვენ, როგორც სასულიერო წოდებას, გაწევსთ ორგვარი მოვალეობა: ხორციელი და სულიერი, რისთვისაც მოგელისთ ორკეცი მადლობა – აქ მეფის და იქ – ზეციური კურთხევა. ხოლო თქვენ დიდებულნო და ერისთავნო, შემიწყვეთ ხელი, რომ მივსცეთ გზა და განი სწავლას, შრომას და ნიჭს, რომელთაც ქვაკუთხედად უნდა დაედვას საერო სიყვარული”, – ვკითხულობთ ტექსტში. 

​აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი და ერთადერთი ქალი მეფე, თამარი 1184 წელს ეკურთხა.  

მსგავსი თემები