შინდისის გმირების მემორიალი დაარბიეს

საშინელი სისასტიკე შიდა ქართლში – შინდისის ბრძოლაში დაღუპული 17 გმირის მემორიალი დაარბიეს. მემორიალიდან ყვავილები ამოგლიჯეს,  დაღუპული გმირების საფლავის ქვები კი წააქციეს.  მემორიალი გაანადგურება  სავარაუდოდ გვიან ღამით მოხდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ინფორმაციით,  აღდგენითი სამუშაეობი უკვე ჩატარდა და მემორიალს პირვანდელი სახე დაუბრუნდა.

გუბერნიაში მომხადრს ვანდალურ  აფასებენ და აცხადებენ, რომ მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ტერიტორია მოაწესრიგა, ყვავილები დარგო და  მემორიალი აღდგენილია.

მემორიალის დარბევის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

მსგავსი თემები