შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ყველა სახის სერვისი განაახლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 1-ლი ივნისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განაახლა და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ემსახურება.

როგორც შსს – ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: “მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით,” – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები