შიმშილის მაჩვენებლით, საქართველო 39-ე ადგილზეა

„შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019“- ის გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოს 39-ე ადგილი უკავია. საქართველოზე უკეთესი პოზიციები აქვთ ყირგიზეთს, ირანს, სომხეთს, აზერბაიჯანს, სერბეთს, რუსეთს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ უკრაინასა და ბელარუსს.

ინდექსის თანახმად, 47 ქვეყანაში შიმშილობის დონე „სერიოზული“ ან „საგანგაშოა“. ერთ ქვეყანაში – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ვითარება „უკიდურესად საგანგაშოა“.

ინდექსის გამოქვეყნების მიზანია, გაიზარდოს შიმშილობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი ყურადღება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც შიმშილობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

მსგავსი თემები