შიდა დაპირისპირებები გაგრძელდება, ივანიშვილი არ ჩქარობს – გია აბაშიძე “ქართულ ოცნებაზე”

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ვარაუდობს, რომ მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” შიდაპარტიული დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება. თუმცა მიუღებლად მიაჩნია, ყოფილ თანაგუნდელებს შორის შიდასამზარეულოზე საჯაროდ წამოძახებები.  

“შესაძლოა პარტიაში ახალი პიროვნებები უკვე, ამ წლის ბოლოდან თუ არა, 2020 წლიდან ვიხილოთ, როცა  უკვე საარჩევნო სია იქნება ჩამოსაყალიბებელი. ხალხში ვხედავთ საკმაოდ მაღალ და ინტენსიურ გაღიზიანებას იმ მოქმედი პარლამენტარების მიმართ, რომლებიც ამჟამად, ძალიან აქტიურად არიან “ქართულ ოცნებაში”, ახორციელებენ გარკვეულ რეფორმებს, აკეთებენ განცხადებებს, მაგრამ საზოგადოებაში გაღიზიანებას იწვევენ. ამ ყველაფერს ბუნებრივია პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხედავს, მას აქვს პარტიის მაჯისცემის აღქმის უნარი. ის არ ცდილობს პროცესების ფორსირებას, ცდილობს, საქმის ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გაკეთებას, რისთვისაც ითხოვა ერთი წელი”, – განაცხადა გია აბაშიძემ “მთავარში”. 

მისივე თქმით, რამდენიმე თვე უკვე გასულია. აშარაა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ჩქარობს. 

მსგავსი თემები