შვილმკვდარ ოჯახს სოლიდარობას ემიგრანტებიც უცხადებენ

ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხორავას ქუჩაზე მოკლულ დავით სარალიძეს ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ და საპროტესტო გამოსვლებს გეგმავენ. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ „ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრიდან“ აცნობეს, კვირის ბოლომდე სამართლიან გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

„ვფიქრობ, საქართველოში მოკლული დავით სარალიძეს საქმეზე განაჩენის დადგომით უმძიმესი შექმნილი ვითარება თუ კვირის ბოლომდე საპასუხისმგებლო შედეგებამდე არ მივიდა და ქართული საზოგადოების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქებსა და ქალაქებში შვილმკვდარ მამას და შვილმკვდარ ემიგრანტ დედას გვერდით დავუდგებით“ – ეს განცხადება „ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა მოგვაწოდა. განცხადებას უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები აქტიურად ეხმაურებიან და კონკრეტულ ევროპულ და მსოფლიოს ქალაქებში აქციების ორგანიზებას იწყებენ.

მსგავსი თემები