შვედეთში თავშესაფარი საქართველოს 87-მა მოქალაქემ ითხოვა 

შვედეთის მიგრაციის სააგენტომ 2018 წლის მარტის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ თავშესაფარი საქართველოს 87-მა მოქალაქემ მოითხოვა. იანვარ-თებერვალში კი 285 მიმართვა დარეგისტრირდა. მარტის მონაცემებით, საქართველო სირიის შემდეგ მეორე პოზიციას ინარჩუნებს.
წელს მიგრაციის სააგენტომ საქართველოს მოქალაქეთა 481 მიმართვა განიხილა და თავშესაფარი მხოლოდ ერთ პირს მიანიჭა. შარშან 963 მიმართვა იყო განხილული, მათგან დადებითი პასუხი არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია.
სტატისტიკიდან ასევე ირკვევა, რომ წელს საქართველოს 17-მა მოქალაქემ ოფიციალურად მიიღო შვედეთში მუშაობის უფლება. შარშან 95 ნებართვა გაიცა.

მსგავსი თემები