შეჩერებული ფრენების გამო, მსოფლიოში მილიონობით ბავშვი ვაქცინაციის გარეშე რჩება – UNICEF

“ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული საერთაშორისო ფრენები მსოფლიოში მილიონობით ბავშვის სიცოცხლეს აყენებს რისკქვეშ”, – ამის შესახებ BBC გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

ფონდი მოუწოდებს ქვეყნების მთავრობებსა და კერძო სექტორს, უზრუნველყონ საჰაერო სატვირთო გადაზიდვები, რათა ბავშვების აცრები გეგმიურად ჩაუტარდეს.

Unicef-ის ცნობით, წითელას, პოლიოს, ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრები ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ბავშვის გადარჩენას უწყობს ხელს.

მსგავსი თემები