„შეშფოთებული ვარ იმით, რაც ახლა მოხდა“ – ამერიკელი დიპლომატი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, კენეტ იალოვიცი საქართველოს პარლამენტს მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ ეს შემაშფოთებელია.   

“მე არ ვერევი საქართველოს შიდა პოლიტიკაში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ შეშფოთებული ვარ იმით, რაც ახლა მოხდა. ეს საარჩევნო რეფორმა, ივნისის მოვლენების შემდეგ, წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩანდა და ვერ ვიგებ, რატომ არ მიიღეს ის. ამერიკაში, საქართველოს უამრავ მეგობარს შორის შეშფოთებას იწვევს ის, თუ რა ბედი ეწევა ქართულ დემოკრატიას და მე იმედი მაქვს, რომ პოზიტიური ნაბიჯები, მათ შორის, მთავრობის გამჭვირვალობის მხრივ, გადაიდგმება,” – აცხადებს  კენეტ იალოვიცი „ამერიკის ხმასთან“.

მსგავსი თემები