“შეშას არ შემოვატანინებთ, 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ” – შს მინისტრი

“ვფიქრობ, რომ ეს უნდა გადავიდეს კედელს მიღმა, კაბინეტებში, პარლამენტში და არა ქუჩაში ცეცხლის დანთებით და ხის ნაჭრების სროლით პოლიციელებისადმი ” – განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აქციას დაშლიან, თუ მომიტინგეები გზებს გადაკეტავენ და დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს.

„დაიშლება ქცია, თუ დაიწყებენ გზის დაკეტვებს, ცეცხლის დანთებას, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს, გადაკეტავენ მთელ ქალაქს, რა უნდა გავაკეთოთ, სახლში წავიდეთ, დავიშალოთ, დავიძინოთ?  შეშას არ შემოვატანინებთ, არც კასრებს შემოვატანინებთ, არ არის ეს ნორმალური. 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ, ნუ დააბრუნებენ მოსახლეობას. ამბობდნენ, სპეციალურად გვყინავენ, ვუთხარით, რომ შემოეტანათ გენერატორები, დენის გამათბობლები, ვუთხარით, რომ პირიქით, მოგეხმარებით. არა, უნდათ შეშები და ბოჭკები, უნდათ ჭიდაობა“ ,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის განცხადებით, პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს.

“აქციაზე შემოიტანეს გენერატორები, რომელიც ჩვენ არ დავუშალეთ. ასევე შემოიტანეს დენის გამათბობელები და რომ დაგვეშალა, ატყდებოდა ამბავი. დენის პლიტებიც არ შემოგვატანინეს და არ გაგვათბესო. ოთხი დღე რომ გარეთ ვდგევართ დილიდან, დისკომფორტია, რა თქმა უნდა მოქალაქეებისთვის, პირველ რიგში პოლიციელები არიან ცოდოები და ყველა ის მოქალაქე, რომელიც აქ ცხოვრობს და წუხდება და ის მოქალაქეებიც, რომლებიც გარეთ დგანან,”-განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი თემები