“შექმნილ ვითარებაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა რთულად წარმოსადგენია ” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არანაირი კომპრომისი არ ჩანს.

ვოლსკის თქმით, ოპოზიცია ითხოვს, მთავრობა გადადგეს, რიგგარეშე პროპორციული არჩევნები ჩატარდეს და არსებულ ვითარებაში საკმაოდ რთულად წარმოსადგენია შეთანხმების მიღწევა.

„პარლამენტის თავმჯდომარე რასაც ამბობს, ეს წინააღმდეგობაში არ მოდის იმასთან, რასაც პარტიის თავმჯდომარე აცხადებს. ჩვენთან ისეთი სისტემა არ არის ჩამოყალიბებული, როცა ერთი ადამიანი მართავს. ეს არის შეთანხმებული პოზიცია, ყველანაირი პოლიტიკური განცხადება არის გუნდის პოზიცია და არა ერთი რომელიმე ადამიანის. შექმნილ ვითარებაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა რთულად წარმოსადგენია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები