შესაძლოა, მე-4 და მე-6 კლასებში ტესტირება ელექტრონულად ჩატარდეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, შესაძლოა, მე-4 და მე-6 კლასებში ტესტირება ელექტრონულად ჩატარდეს. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ინფორმაციით, 2019-2020 სასწავლო წლის ბოლოს, პროექტ „შეფასება განვითარებისთვის“ საპილოტე ვერსია 200-მდე საჯარო სკოლაში განხორციელდება. მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეები ტესტებს ქართულსა და მათემატიკაში ჩააბარებენ.

მომდევნო სასწავლო წლიდან პროექტის განხორციელება ყველა სკოლაში იგეგმება, ხოლო მე-10 კლასელების ნაწილი, ამავე პროექტის ფარგლებში, მომდევნოს სასწავლო წელს საპილოტე ტესტებს გაივლის.

მსგავსი თემები