შესაძლოა გრიპის ვირუსის მაჩვენებელი გაიზარდოს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, თებერვლიდან გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შესაძლოა გაიზარდოს.

მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო 3 000 ვაქცინა ორშაბათს შემოვა, განაწილების პროცესში კი, პრიორიტეტი ორსულებსა და მელოგინეებს ექნებათ.

„სამიზნე პოპულაციის აცრა წესით ოქტომბერსა და ნოემბერში ხდება, ეს მოსახლეობის 85 პროცენტია. რისკ ჯგუფს წარმოადგენენ ორსულები, მათი აცრა პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია. გრიპის საწინააღმდეგო 3 000 ვაქცინა ორშაბათს შემოვა, განაწილების პროცესში პრიორიტეტი ორსულებსა და მელოგინეებს ექნებათ. თუმცა, განისაზღვრება რეალური საჭიროება და თუ არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ აცრა, აუცილებლად მიიღებენ ამ მომსახურებას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მსგავსი თემები