„შესაძლებლად მივიჩნიეთ 100/50-ზე დაშვება გარკვეული პირობებით“-კობა ნარჩემაშვილი (ვიდეო)

თავის დროზე ჩვენ ყველა„დამოუკიდებელმა დეპუტატმა მხარი დავუჭირეთ პროპორციულ სისტემას“ – ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა კობა ნარჩემაშვილმა „მედიაცენტ მთავარის „ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნარჩემაშვილი „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სახელით საუბრობს და თვლის, რომ 100/50 – ზე ფორმატი მისაღებია გარკვეული პირობებით.

„100/50 -ზე ვეთანხმებით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქნება სავალდებულო ერთჯერადად ჩატარებული არჩევნები და ეს არ უნდა გახდეს სპეკულაციის საგანი, მეორე იყო, რომ 2024 წლის პროპორციულ არჩევნებს არავითარი საფრთხე არ უნდა შეექმნას და ჩატარდეს ამ წესით, ასევე საუბარი იყო შუალედური თუ დაინიშნება, უნდა ჩატარდეს იმ წესით, რომელიც ამჟამად იქნება მიღებული“-განაცხადა ნარჩემაშვილმა, მისივე ინფორმაციით მათ შეთავაზებას, როგორც ოპოზიციის, ისევე ხელისუფლების მხრიდან  ფრაგმენტული გამოხმაურებები მოყვა.

კობა ნარჩემაშვილს მიაჩნია, რომ მათი ინიციატივა ხელს შეუწყობს, ქვეყანაში ორპულუსიანი პოლიტიკური ტენდენციის დანგრევას : „ამ შეთავაზებით ინგრევა გაბატონებული ტრენდი მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის ორპოლუსიანობის შესახებ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ის სიმრავლე, როგორიც მათ აქვთ მოლაპარაკების მაგიდაზე, სურს გაყიდოს ერთიან ოპოზიციად, ეს აწყობს მმართველ გუნდსაც, დროა მსგავსი ტენდენციები დამთავრდეს და ადგილი დაეთმოს პასუხისმგებლობიან პოლიტიკას. რაღაც ისეთი შეგრძნებაა, რომ მიმდინარეობს გარიგება, ვიღაც იმ მაგიდაზე ზის და უცებ აღმოჩნდება, რომ სხვებსაც ხვდებიან“ – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.


მსგავსი თემები