შენობებში შესაძლოა, ტყვიის ისეთი კონცენტრაცია იყოს, მოწამვლა გამოიწვიოს – ნოე მეგრელიშვილი

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი, ნოე მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ატმოსფერული ჰაერის გარდა, ტყვიის სისხლში მოხვედრის რამდენიმე წყარო არსებობს, მათ შორის შენობის შიდა ინტერიერი. კერძოდ, შენობა შესაძლოა ისეთი საღებავებით იყოს შეღებილი, რომლებიც დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავდეს და მოწავლა გამოიწვიოს. 

​როგორც ნოე მეგრელიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ​ტყვიით მოწამვლის რამდენიმე წყარო არსებობს, რომლებიც ქვეყანაში ამჟამად არ კონტროლდება: საღებავები, წყალგაყვანილობის მილები, კვების შეფუთვა, მათ შორის, ე.წ კონსერვების შესანახი მეტალის ყუთები, შედუღება, სამშენებლო სექტორი, შენობების როგორც დემონტაჟი, ასევე, მშენებლობები და სამრეწველო სექტორი. ტყვია და სხვა მძიმე ლითონები აღმოჩენილია კოსმეტიკაშიც.

მისივე თქმით,  წითელი, სტაფილოსფერი და ყველითელი ფერის მისანიჭებლად ტყვიაშემცველი საღებავების გამოყენება დღემდე აქტიურად მიმდინარეობს.  ამ დროისთვის, ქვეყანაში ერთადერთი დარგულირებული სექტორია ბენზინის შემოწმება.

​გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს, არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ კიდევ 3 ქალაქში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში და 2008 წლიდან აღარ ფიქსირდება ტყვიის შემცველობის გადაჭარბებული რაოდენობა. ტყვიის უმთავრესი წყარო ატმოსფერულ ჰაერში ეს არის ტყვიის შემცველი ბენზინის მოხმარება. 2005 წლიდან აკრძალულია ქვეყანაში ტყვიაშემცველი ბენზინის მოხმარება, 2013 წლიდან მოყოლებული ყველა კვლევა ადასტურებს რომ ქვეყანაში არ მოიხმარება ტყვიაშემცველი ბენზინი. რეგულარულად მიმდინარეობს სახელმწიფო მონიტორინგი საწვავის ხარისხზე”, – აცხადებს ნოე მეგრელიშვილი.

მისივე განმარტებით, ტყვია ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა აღმოჩნდეს ტყვიის შემცველ ზედაპირზე შეხების გზითაც. ტყვია აღმოჩენილია საკვებ სუნელებში, რომლებიც საღებავებით აბევრებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის ევროპის მიერ დადგენილი უსაფრთხო ნორმა საქართველოში პირველი აგვისტოდან ამოქმედდა, რომლის თანახმად, საქართველოს ქალაქებში 8-დან 50-ჯერ ნაკლებია ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა.

 

მსგავსი თემები