“შემდეგში, მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა!” – თამარ ჩუგოშვილი იუსციციის საბჭოზე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭომ მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებისგან ვერაფერი გაიგო. ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ შემდგომში, საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია არ გავა.

„მე არ ვიცი საბჭოს რა გონია, რა გაიგო იმ პროცესებიდან, რაც პარლამენტში მიდის, მგონი ვერაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგში, მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა! მოსამართლეების კანდიდატების მოსამართლეების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოდგენილ 18 კანდიდატურაზე ვიმსჯელებთ“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

მსგავსი თემები