შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან “დაბოქლომების” აქცია გაიმართა

შეკვეთილში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

აქციის მონაწილეები პროპორციული სისტემით არჩევნების ჩაშლას აპროტესტებენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ. საინიციატივო ჯგუფის წევრები მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

მსგავსი თემები