“შეიძლება, 20% კი არა საქართველოს 100% იყოს ოკუპირებული” – ამერიკელი ექსპერტი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე, პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი, მაიკლ კარპენტერი, რომელიც ცოტახნის წინ საქართველოში იმყოფებოდა, სადაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსულ გავლენებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე ქართველ ექსპერტებთან, ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან ერთად მსჯელობდა, Twitter- ზე პოსტს აქვეყნებს. 

მაიკლ კარპენტერი, საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკურ მდგომარეობას აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მეზობელს რუსეთთან, საფრთხეს ვერ აცნობიერებს. 

“საქართველოში 3 დღე გავატარე. არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება სრულად აცნობიერებს რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის შედეგებს. ამდენი “ტურისტით” (FSB) და ამდენი მიწით, რომელსაც რუსი ბიზნესმენები ყიდულობენ, შეიძლება, ერთ დილას გაიღვიძონ და აღმოაჩინონ, რომ არა 20%, არამედ 100%-ია ოკუპირებული” – წერს  მაიკლ კარპენტერი Twitter-ზე.

მსგავსი თემები