“შეიძლება რამდენიმე კვირაში ახალი შემთხვევების მყარი კლება დაიწყოს” – ინფექციონისტი

“შეიძლება რამდენიმე კვირაში ახალი შემთხვევების მყარი კლება დაიწყოს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

„ეპიდემიისა და პანდემიის დროს კარგის ნიშანია, როდესაც გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი დაინფიცირებულ ადამიანებს აღემატება. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ნელ-ნელა პანდემია უკან იხევს და ჩვენ პიკურ პერიოდს ვლახავთ და შეიძლება რამდენიმე კვირაში ახალი შემთხვევების მყარი კლება დაიწყოს“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

მსგავსი თემები