“შეიძლება დარბაზში დავიძახო “ამას, რას უყურებთ, ხალხო!” და ასეთი შეძახილებით გავაჩერო” – გურამ ფალავანდიშვილი

“თუ პოლიცია აქედან წავა, ჩვენ მაშინ შევალთ „ამირანში” და ჩავშლით ჩვენებას. ოღონდ, უკვე გაწევ-გამოწევა აღარ იქნება. უბრალოდ, დარბაზში შუქს ავანთებთ”, – ამის შესახებ „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს „ვერის ბაღში“ განუცხადა.

„ჩვენ ჯოხების გარეშე იქ ვერ შევალთ, ხელებაწეულად კი, ეს არ გამოდის. თუ შევალთ, არ ვიცით, რას გააკეთებენ პროვოკატორები. ამიტომ, უბრალოდ, მშვიდობიანად ვიდგებით. პლაკატიც დავამზადეთ. თუ ეს პოლიცია აქედან წავა, მაშინ შევალთ, ჩავშლით ჩვენებას. ოღონდ, გაწევ-გამოწევა აღარ იქნება, უბრალოდ, დარბაზში შუქს ავანთებთ, შეიძლება, შუქი არ ავანთო, მაგრამ დავიძახო – ამას, რას უყურებთ, ხალხო! ასეთი შეძახილებით გავაჩერო“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

„ვერის ბაღიდან“ გურამ ფალავანდიშვილი „გალერია თბილისთან“ მივიდა, რომელშიც კინოთეატრი „კავეა“ მდებარეობს. კინოთეატრებში ლავენ აკინის ფილმის ჩვენება დღესაც იგეგმება.

მსგავსი თემები