“შეზღუდვების უფრო ადრე დაწესება ადამიანებს გადაარჩენდა” – ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ ზომები უფრო ადრე რომ მიეღოთ, შესაძლოა, ადამიანები დაღუპვისგან ეხსნათ.

„არავინ უარყოფს, შეზღუდვები უფრო ადრე რომ ყოფილიყო დაწესებული, ადამიანები გადარჩებოდნენ. თავიდანვე ყველაფერი რომ დაგვეხურა, სიტუაცია ცოტათი განსხვავებული იქნებოდა. თუმცა, ყველაფრის დახურვის გადაწყვეტილებას ბევრი წინააღმდეგობა მოჰყვა. ჩვენ რეკომენდაციებს ვიძლევით, რომელსაც ზოგჯერ ითვალისწინებენ, ზოგჯერ კი არა,”- განაცხადა ფაუჩიმ.

მისივე თქმით, აშშ-ის ნაწილი ცხოვრების ნორმალურ რიტმს, შესაძლოა, მაისიდან დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 555 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 22 000 ადამიანი.

მსგავსი თემები